16:04 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (65)
9320

ქართულმა მხარემ ავტორიტეტულ უცხოელ ექსპერტებთან ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციის საკითხზე კონსულტაციები ჩაატარა.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს დავით-გარეჯთან დაკავშირებული რუკები და დოკუმენტები, მივიდნენ დასკვნამდე, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ადასტურებს საქართველოს პრეტენზიებს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

თბილისში სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობის განახლების იმედი აქვთ >>

მან აღნიშნა, რომ რადგან ქვეყნის სამომავლო სტრატეგიასა და ტაქტიკასთან ბევრი რამაა დაკავშირებული, მიზანშეწონილია საუბარი უფრო მეტად დახურული ფორმატის საერთაშორისო დასკვნებზე, თუმცა შესაძლებელია დასახელდეს ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტი.

„ჩვენ ვთხოვეთ საერთაშორისო ექსპერტებს, შეეფასებინათ ეს რუკები და დოკუმენტები და მათ გარკვეული რეკომენდაციები მოგვცეს. მაგალითად, ამ შეფასებებში მკაფიოდაა მითითებული, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ადასტურებს საქართველოს პრეტენზიებს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე“, – განაცხადა დარსალიამ.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საერთაშორისო ექსპერტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ეს რუკა უნდა განიხილებოდეს არა ცალკეულად, არამედ როგორც მხარდამჭერი დოკუმენტი 1:500 000 მასშტაბის რუკისთვის, რომელიც შეიძლება დაეყრდნოს სწორედ 1938 წლის 1:200 000 მასშტაბის რუკას.

„საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებში ასევე აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება, თავის მხრივ, არის ბოლო ორმხრივი შეთანხმება აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის შესახებ, რომელიც 1996 წელს არის რატიფიცირებული და ქართული საზღვრის დემარკაციისთვის საბაზო დოკუმენტს წარმოადგენს“, – განაცხადა დარსალიამ.

საზღვრის დემარკაციის საქმე

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ–ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. 

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა მასშტაბის რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.

თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (65)

მთავარი თემები