03:02 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (65)
54 0 0

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთზე განთავსებული სამონასტრო კომპლექსის საკითხი მთავრობისა და მმართველი პარტიისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიუღებელი უწოდა ფორმას, რომლითაც ევროპარლამენტის დეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა Twitter-ში დავით–გარეჯის შესახებ თავის პუბლიკაციაში ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დავით–გარეჯი სულაც არაა სასაცილო თემა. მან იმედი გამოთქვა, რომ კუბილიუსი თავის განცხადებას განმარტავს.

პრეზიდენტი: საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ყველა გაუგებრობას გამორიცხავს>>

ევროპარლამენტის დეპუტატმა გუშინ Twitter-ში დაწერა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ორი სახელმწიფო მოხელე დააკავა წარსულის საქმეზე, კერძოდ, იმის გამო, რაც მოხდა 2007 წელს, და რომ ახლა ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, მაგალითად, პანდემია.

„მინდა გამოვეხმაურო ბატონი კუბილიუსის განცხადებას. მან, როგორც ვნახე, თქვა, რომ დავით-გარეჯის თემა, რომელიც დღეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის, სასაცილოა. ჩვენთვის დავით-გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო. მე პირადად გაოცებული ვარ ამ კომენტარით. ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო მომავალში ევროპარლამენტში ან სხვა ევროპულ სტრუქტურებში სიტყვით გამოსვლისას ამ საკითხზე თავის პოზიციას გამოხატავს.

„პოზიცია ის არის, რომ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, დავით-გარეჯის და ნებისმიერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული საკითხები სასაცილოდ მოიხსენიოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქმის გამოძიება დეტალურად და გამჭვირვალედ ჩატარდება.

თალაკვაძის განცხადებით, დავით–გარეჯის საკითხს მთავრობისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენი, როგორც ხელისუფლების დამოკიდებულება აქ არის ზუსტად ის, რომ დავით-გარეჯს ვხედავთ, როგორც ეროვნული მნიშვნელობის საკითხს, ის ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმაა და ამას ვერავითარ შემთხვევაში პარტიულ დღის წესრიგში არ და ვერ განვიხილავთ... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია კონსტიტუციის, კანონმდებლობის ფარგლებში, რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და გავარკვიოთ სადავო საკითხები ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან და პარტნიორთან – აზერბაიჯანთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციის საქმე: კომისიის წევრებს პატიმრობა შეეფარდათ>>

მან აღნიშნა, რომ არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ დავით–გარეჯის საკითხი „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის პრიორიტეტული არ ყოფილიყო.

თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (65)

მთავარი თემები