03:26 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (23)
99 0 0

გამოძიება აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის კომისიის მუშაობისას ტერიტორიების გადაცემის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამა წლის შემოდგომაზე დაიწყო

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის მუშაობის დროს საქართველოს ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის საქმეში მთელი პასუხისმგებლობა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.

ზალკალიანი: ბაქო ინფორმირებულია დავით-გარეჯის ირგვლივ ახალი გარემოებების შესახებ>>

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ქართული ტერიტორიების სხვა ქვეყნისთვის გადაცემის საქმეზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყო. ამ ეტაპზე დაკავებულია ორი ჩინოვნიკი, რომლებმაც, ბრალდების ვერსიით, დამალეს 1937–1938 წლების რუკის არსებობა, რის გამოც საქართველომ თავისი ტერიტორიის 3,5 აათასი ჰექტარი კინაღამ დაკარგა, მათ შორის, დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

„პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა. ისევე, როგორც დღესაც ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ ეკონომიკურ დოკუმენტზე, რომელიც 2005-2007 წლებში სადმე განხილულა... ისევე უნდა იყვნენ სხვა მონაწილეები პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებზე, მათი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე. სხვანაირად არ ხდება. ნამდვილად უნდა გაირკვეს, ვინ არის ამ საკითხზე პასუხისმგებელი პოლიტიკურად და ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტური არგუმენტები და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ“, – განაცხადა ნოღაიდელმა „რუსთავი2“–თან ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ 2005 წელს უშიშროების საბჭოზე განიხილებოდა საზღვრების დელიმიტაციის თემა და სააკაშვილმა დააყენა საკითხი, თუ ვის უნდა დარჩეს ჩიჩხიტურას, უდაბნოსა და ბერთუბნის წმინდა ადგილები და მიიღო პასუხი – აზერბაიჯანულ მხარეს.

„ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დაასკვნა, რომ მთავარ ამოცანად რჩება ძეგლების რესტავრაცია და ქართულ სალოცავებად შენარჩუნება“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

ამავე დროს ექს–პრემიერმა აღნიშნა, რომ არასდროს სმენია 1938 წლის ორიგინალი რუკის შესახებ.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს–ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციის საქმე: კომისიის წევრებს პატიმრობა შეეფარდათ>>

ამჟამად დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი. პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე სხვა ადამიანებიც შეიძლება დააკავოს. ოპოზიციურ პარტიებში მიიჩნევენ, რომ ბრალი, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს წაუყენონ.

თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (23)

მთავარი თემები