12:01 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)
53 0 0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, გადამზიდავისა და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა – არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი სახმელეთო და საჰაერო გზით როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მიმართულებით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ. 

მინისტრის მოადგილის თქმით, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით.

„კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც სრულდება საქართველოს საჰერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა და სრულად შეესაბამება ICAO-ს სტანდარტებს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისი განმარტებით, ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია არის ცალსახა: საქართველო დროებით აჩერებს ნებართვის გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს. რაც შეეხება ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის, კომერციული ტვირთების გატარების საკითხს, აღნიშნული ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში.

ვრცელდება დეზინფორმაცია: იარაღი აზერბაიჯანში საქართველოს გავლით არ შედის>>>

„კონკრეტული გადამზიდავისა და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა – სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენისა და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას, დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის ICAO-ს წინაშე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა.

 

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)

მთავარი თემები