17:05 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (330)
212 0 0

პარტიის ლიდერის თქმით, ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ  ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადი მიიღო და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო

თბილისი, 11 ოქტომბერი  — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ახალი პროგრამა „მარშალის გეგმის“ თანახმად, თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კახეთის რეგიონში წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

 „პარტიამ შეიმუშავა ისეთი პროგრამა, რომელიც აამოქმედებს მთლიან საქართველოს, სრულ რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ნამდვილად განავითარებს მას. ჩვენი „მარშალის გეგმის" მიხედვით თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ღვინის სამშობლო. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და სამი დღის წინ მივიღეთ საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან პასუხი, რომ ჩვენი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო", - განაცხადა ხაზარაძემ. 

შეხვედრაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართა პარტიის გენმდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელმაც მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, საქართველოში რეალური ცვლილებები უნდა დაიწყოს, რათა საკუთარი საქმის პატრიოტებმა და პროფესიონალებმა ქვეყნის განვითარების მხარდაჭერა შეძლონ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 50 პარტია და ორი ბლოკი.

ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. ხმის უფლება არჩევნებზე საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს აქვს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (330)

მთავარი თემები