23:52 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (23)
76 0 0

„კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებულებს სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია მხარდაჭერას აქციით გამოუცხადებს. შეკრება, დაახლოებით, ერთ საათში პარლამენტთან დაიწყება.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. დღეს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებულ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქციას, სახელწოდებით „შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!“, არასამთავრობო სექტორი 17:00 საათზე გეგმავს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, კარტოგრაფების საქმე არის წინასაარჩევნო მანიპულაცია და წინასწარ დაგეგმილი.

 

ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბრალად ედება ქართული ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესის დროს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოლიჩოვასა და მელაშვილს 10–დან 15 წლამდე პატიმრობა ელოდება.

დაკავებული ივერი მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ნატალია ილიჩოვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი. ორივე მათგანი, როგორც ექსპერტები, 2007 წლამდე იყვნენ დელიმიტაცია–დემარკაციის კომისიის წევრები და რუკების ალბომებს ადგენდნენ.

 

თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (23)

მთავარი თემები