09:02 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (307)
45 0 0

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაცია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გამოგზავნას გეგმავდა.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში  საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ამცირებს, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, წევრ ქვეყნებში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ორგანიზაცია არჩევნების დღისთვის საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობის მოკლევადიან დამკვირვებლებს ვეღარ მიავლენს.

OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი მისია საქართველოს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ეწვია, მოკლევადიანი მისია კი არჩევნების დღისთვის უნდა ჩამოსულიყო.

„საგანგებო გარემოებები, რომელიც გამოწვეულია პანდემიით განპირობებული აკრძალვებით მოგზაურობაზე, ნეგატიურად აისახა წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობაზე, მონაწილეობა მიიღონ მოკლევადიან მისიაში. ამან  მნიშვნელოვანი დეფიციტი შექმნა, რაც შეუძლებელს ხდის არჩევნების დღეს პროცედურებზე ეფექტური დაკვირვებისთვის საკმარისი რაოდენობით მოკლევადიანი დამკვირვებლის განთავსებას, მით უმეტეს, პანდემიასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური სირთულეების გათვალისწინებით”, – ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაცია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნას გეგმავდა. 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა არჩევნებზე საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია წინასწარ შეფასებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კენჭისყრის მეორე დღეს, პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

„ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასებაში წამყვანი იქნება. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე განაცხადეს, რომ არჩევნები იქნება აღიარებული მისიის ანგარიშის საფუძველზე, თუ ის არ გამოავლენს სერიოზულ დარღვევებს არჩევნების და ხმების დათვლის პროცესში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 3 501 931 საქართველოს მოქალაქეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (307)

მთავარი თემები