10:06 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (245)
64 0 0

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 50 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს

თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პოლიტიკურმა ბლოკმა ამომრჩეველს გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკანორ ( ნიკა) მელია წარუდგინა.

ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ   მისი მთავარი მიზანი უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაა.

„რომ არა მიზანი დიდი – ეს ვერ შედგებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა ვართ ეროვნულ საარჩევნო კამპანიაში ჩართული და ერთმანეთის კონკურენტები ვართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავდექით ერთად გლდანში, გლდანის რაიონში. დავდექით იმიტომ, რომ ეს არის ხალხის დაკვეთა. ხალხმა დაგვიკვეთა ერთობა. ხალხმა დაგვიკვეთა, რომ იყავით მთლიანები, იყავით ერთ მუშტად შეკრულები. კი, ბატონო, იდებატეთ, იკამათეთ სხვადასხვა შეხედულებებზე, მაგრამ ამ ქვეყანას განვითარების შანსი შეუნარჩუნეთ“, – განაცხადა გამოსვლისას ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას მხარდასაჭერად გლდანის ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს გიორგი ვაშაძემ, შალვა ნათელაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მათში მონაწილეობას 50 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა - 120-ის პროპორციული სისტემით და 30-ის - მაჟორიტარულით.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (245)

მთავარი თემები