01:25 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
139 0 0

საქართველო დროებით აჩერებს ნებართვის გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს აზერბაიჯანს საქართველოს გავლით მიეწოდება იარაღი, არის დეზინფორმაცია და სიცრუე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

„სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია და ფეიქნიუსები, თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა. სულ ახლახანს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანში მოხდა იარაღის შეტანა საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც არის ცალსახად დეზინფორმაცია“, — განაცხადა მინისტრის მოადილემ.

 

დარსალიას თქმით, ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია არის ცალსახა: საქართველო დროებით აჩერებს ნებართვის გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს.

  • „ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, როგორც მესამე ქვეყნების მიმართ, ასევე ჩვენი მეზობლების მიმართ“, — აღნიშნა დარსალიამ. 

მინისტრის მოადგილემ მოუწოდა ყველა მხარეს, არ აყვნენ დეზინფორმაციებს და „სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ“. 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)

მთავარი თემები