08:06 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (149)
50 0 0

პრეზიდენტმა ორივე დიპლომატთან შეხვედრები გამართა, რომელზეც მხარეებმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik.  საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარკ კლეიტონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს, რომელმაც ზურაბიშვილს ასევე გადასცა რწმუნებათა სიგელები.

ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა ორივე დიპლომატთან შეხვედრები გამართა, რომელზეც მხარეებმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (149)

მთავარი თემები