05:09 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
239 0 0

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხვალიდან შეუდგება პარტიული სიების შემოწმების პროცესს და მათ 6 ოქტომბრისთვის დაარეგისტრირებს

თბილისი, 1 ოქტომბერი  — Sputnik.  საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პარტიებისა და ბლოკების საარჩევნო სიების მიღება დაასრულა, სიები წარადგინა 50–მა პარტიამ და ორმა ბლოკმა, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, ის პარტიები, რომლებმაც სიების ჩაბარება ვერ მოასწრეს, რეგისტრაციას ვერ გაივლიან. ასე რომ, წინასაარჩევნო მარათონს მიღმა აღმოჩნდნენ პარტიები „ტრიბუნა“, „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“, „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“, „იბერიელთა ერთობა“, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ და „საქართველოს პენსიონერთა უფლებების დაცვის კავშირი“.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხვალიდან შეუდგება პარტიული სიების შემოწმების პროცესს და მათ 6 ოქტომბრისთვის დაარეგისტრირებს, ხარვეზის დადგენის შემთხვევაში კი პარტიას მიეცემა კანონით დადგენილი სამდღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად და სიის ცესკოში წარსადგენად. კანონმდებლობის თანახმად, სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება: ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%–ია.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)

მთავარი თემები