პარლამენტში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის შემოღებაზე ალაპარაკდნენ

© Sputnik / Levan Avlabreliრევაზ არველაძე
რევაზ არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატი ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურებამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გართულებული ეპიდემიური ვითარების გამო აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და კომენდანტის საათის შემოღება.

როგორც არველაძემ აღნიშნა, ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოზიცია. 

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას და მწვანე ზონად დავრჩენილიყავით

„ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, რომ არ გაუქმებულიყო საგანგებო მდგომარეობა და შენარჩუნებულიყო კომენდანტის საათი 22:00 საათიდან 07:00 საათამდე, ისეთი შეზღუდვებით, რომლის დროსაც ბიზნესის ზიანი იქნებოდა მინიმალური. ჩვენ საგანგებო მდგომარეობა მარტის თვეში შემოვიღეთ, როდესაც დღეში მაქსიმუმ  9 პირი სნეულდებოდა, ახლა კი, შეხედეთ, რა მდგომარეობაა“, – განაცხადა არველაძემ.

დეპუტატის თქმით, მარტო სექტემბერში ინფიცირების 3-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე მთლიანად თებერვალ–აგვისტოში, დღეისათვის კი დაავადებულთა რაოდენობა 13-ჯერ აღემატება 1 სექტემბრის მაჩვენებელს.

„ვთვლი, მდგომარეობა იმდენად შემაშფოთებელია, რომ აუცილებელია კვლავ შემოღებულ იქნეს საგანგებო მდგომარეობა და იგი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუქმდეს, რათა არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს და შემდეგ, სიტუაციის მიხედვით, ისევ აღდგეს. ვფიქრობ, არ უნდა დაველოდოთ დაავადებულთა რაოდენობის პროპორციულად როდის გაიზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი”, – განაცხადა რევაზ არველაძემ.

ბოლო დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 326-ით გაიზარდა და 6192-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 3120, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 37 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0