17:06 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (196)
7201

კანონპროექტის თანახმად, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართული გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტის აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის – „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესაბამისი შესწორებები უკვე ინიცირებულია. 

კანონპროექტის თანახმად, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართული გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს.

კანონპროექტში მითითებულია, რომ ორსულობის შეწყვეტა უნდა მოხდეს სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა აიკრძალება.

„სახელმწიფო ვალდებულია შექმნას მძლავრი ბერკეტები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად. მას აკისრია ნეგატიური ვალდებულება, არ ხელყოს ადამიანის სიცოცხლე, პოზიტიური კი ავალდებულებს იზრუნოს სიცოცხლისთვის და არ დაუშვას სხვა პირთა მხრიდან მისი ხელყოფა. კანონპროექტის არს წარმოადგენს – სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება და უზრუნველყოს სიცოცხლის ეფექტური დაცვა და იზრუნოს სიცოცხლისათვის საფრთხის ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისგან, ამ შემთხვევაში – დაიცვას ბავშვთა სიცოცხლე მათი ჩასახვის მომენტიდან“, – განმარტა კანონპროექტის ინიციატორმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში აბორტების რაოდენობა 11,1%-ით შემცირდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 21,6 ათასი იყო.

ამასთან, საქართველოში ბოლო 10 წელიწადში თითქმის 15%-ით შემცირდა შობადობა. 2019 წელს ქვეყანაში 48,3 ათასი ბავშვი დაიბადა. 

 

თემები:
საქართველოს პარლამენტი (196)

მთავარი თემები