20:26 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (274)
126 0 0

„გამარჯვებულ საქართველოს“ საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ეყოლება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებშიც.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველო“ მაჟორიტარ კანდიდატებს სამ საარჩევნო ოლქში წამოაყენებს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გამარჯვებული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: ხულო-შუახევი-ქედის საარჩევნო ოლქში – ოთარ შანიძე, ბათუმში – იზა სურმანიძე და ხაშური–ქარელის საარჩევნო ოლქში – გურამ ჩალაგაშვილი. 

„ევროპულ საქართველოსთან“ საერთო კანდიდატების მხარდაჭერის თაობაზე შევთანხმდით. ქარელისა და ხაშურის ოლქში „ევროპული საქართველო“ გურამ ჩალაგაშვილს დაუჭერს მხარს, ჩვენ კი მხარს დავუჭერთ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს გურიაში. ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„გამარჯვებულ საქართველოს“ საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ეყოლება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებშიც. ბათუმში პარტიის კანდიდატი კახაბერ სირაბიძე იქნება, ხულო-ხელვაჩაური-შუახევში კი – ასლან ვაშაყმაძე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ცესკოში დარეგისტრირებულია 57 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის 1%-ია. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 3 501 931 საქართველოს მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (274)

მთავარი თემები