არჩევნები 2020: „ოდირმა“ საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა

© REUTERS / David Mdzinarishviliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა საპარლამენტო არჩევნების დღემდე რამდენიმე დღით ადრე.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა, ნათქვამია ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება.  

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაცია გრძელდება

„ოდირის“ სადამკვირვებლო მისია, რომელსაც ჯილიან სტირკი ხელმძღვანელობს, 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. დამკვირვებლები 1 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდებიან.

გარდა ამისა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა საპარლამენტო არჩევნების დღემდე რამდენიმე დღით ადრე.

„არჩევნების დღეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად, მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლას და შედეგების შეჯამებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მისია ასევე შეაფასებს, ჩატარებულია თუ არა არჩევნები ეუთოს ვალდებულებებისა და დემოკრატიული არჩევნების სხვა საერთაშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტების, ასევე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვირვებლები  დააკვირდებიან საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამთავრობო ორგანოების მუშაობას, მასმედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას და ა.შ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობისთვის 58 პარტია და ორი ბლოკია რეგისტრირებული. პარლამენტში სულ 150 ადგილია, აქედან 120 ადგილს დაიკავებენ პარტიებიდან და ბლოკებიდან პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატები, 30-ს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვებული კანდიდატები.

ყველა ახალი ამბავი
0