თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში ამ ეტაპზე მმართველი პარტია 25%-ს აგროვებს, ასეთია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
კვლევა 2020 წლის 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.
კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, პასუხები ასე ნაწილდება:
| პარტია | რესპონდენტების წილი |
| "ქართული ოცნება" | 25% |
| "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" | 15,5 |
|
"ევროპული საქართველო" |
5% |
| "სტრატეგია აღმაშენებელი" | 3% |
| "ლეიბორისტული პარტია" | 3% |
| "პატრიოტთა ალიანსი" | 3% |
| "გირჩი" | 2,5% |
| "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძე) | 2,5% |
| "ლელო" | 2% |
| "მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) | 1,5% |
| "თავისუფალი საქართველო" | 1% |
| სხვა პარტიები | 3% |
| არ ვიცი | 19% |
| უარი პასუხზე | 14% |
რაც შეეხება ალოკაციით მიღებულ შედეგებს, კვლევის მიხედვით, ამავე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:
(ალოკაცია არის რესპონდენტების ხმის დათვლის ისეთი მეთოდი, როდესაც რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ პარტიას, თუმცა დამატებითი კითხვების ანალიზის საფუძველზე ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას)
| პარტია | რესპონდენტების წილი |
| "ქართული ოცნება" - | 38% |
| "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" | 26% |
| "ევროპული საქართველო" | 9% |
| "სტრატეგია აღმაშენებელი" | 5% |
| "ლეიბორისტული პარტია" | 4% |
| "პატრიოტთა ალიანსი" | 4% |
| "გირჩი" | 3% |
| "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძე) | 3% |
| "ლელო" | 3% |
| "მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) | 2% |
| "თავისუფალი საქართველო" | 1% |
| სხვა პარტიები | 2% |
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
