„წავალ, მაგრამ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას...“: დავუჯეროთ თუ არა გამოკითხვებს არჩევნების წინ

გამოწერა
არ არსებობს ალტერნატივა, ნდობა ხელისუფლებისადმი ან უბრალოდ რთულია არჩევანის გაკეთება - არჩევნების წინ ამომრჩევლებიც კი ცხარე კამათის საგნად იქცევიან

გასულ კვირაში ერთბაშად ოთხმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები და ყველამ აჩვენა, რომ არჩევნებზე წასასვლელად მზადყოფნის მიუხედავად, ამომრჩევლების ნაწილს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.

განახლებული მოესანი პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
საარჩევნო ალიანსები, პირველი დამკვირვებლები და რეიტინგები - კვირის შედეგები

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე უკვე ცხადი იყო, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში საკმაოდ უმადური საქმეა.

მათი შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკოსები ძალიან ხშირად გამოთქვამდნენ უნდობლობას ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების გამოკითხვების მიმართ, როგორიცაა აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). მათი ნაწილი ამ ორგანიზაციების გამოკითხვების აკრძალვის მხარდასაჭერად ხელმოწერებსაც კი აგროვებდა.

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ არჩევნების წინ უკვე სამმა ტელეარხმა - „იმედმა“, „რუსთავი2“-მა და „ფორმულამ“ საკუთარი გამოკითხვები შეუკვეთეს ალტერნატიულ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ასევე არჩევნებზე ეგზიტპოლებს ჩაატარებენ.

თუმცა პრაქტიკულად ყველა გამოკითხვამ აჩვენა თითქმის ერთი და იგივე - არჩევნებზე წასვლას ბევრი აპირებს, მაგრამ არჩევანი ყველას არ გაუკეთებია.

ასე, მაგალითად, თუ დავუჯერებთ გამოკითხვებს, აქტივობა არჩევნებზე 80%-ს გადააჭარბებს.

აქტივობა არჩევნებზე ბოლო გამოკითხვებით:

ორგანიზაცია აქტივობა გამოკითხვის თარიღი
NDI 88% 6 – 11 აგვისტო
IRI    74% 4 - 21 აგვისტო
GORBI (დამკვეთი ტელეარხი „იმედი“) 80% 19 - 20 აგვისტო
Survation (დამკვეთი „რუსთავი2“) 81,4% 26 აგვისტო– 2 სექტემბერი
Edison Research (დამკვეთი „ფორმულა ტვ“) 94% 25 აგვისტო– 7 სექტემბერი

ამასთან ერთად ამავე გამოკითხვებმა აჩვენა გაურკვეველი ამომრჩევლების მაღალი პროცენტი.

ამომრჩევლები, რომლებსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ:

ორგანიზაცია  ამომრჩევლების რიცხვი,რომლებსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ გამოკითხვის თარიღი
NDI 59% 6 – 11 აგვისტო
IRI    23% 4 - 21 აგვისტო
GORBI (დამკვეთი ტელეარხი „იმედი“) 1 ადამიანი 5-დან 19 - 20 აგვისტო
Survation (დამკვეთი „რუსთავი2“) მონაცემები არაა 26 აგვისტო – 2 სექტემბერი
Edison Research  (დამკვეთი „ფორმულა ტვ“)  23% 25 აგვისტო – 7 სექტემბერი

გამოკითხვების ნიუანსები - თვალსაზრისები

ექსპერტი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ გაურკვეველი ამომრჩევლების უმრავლესობა ოპოზიციის ალტერნატივას ვერ ხედავს და ამასთან ერთად ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა არ სურს.

„ბევრი უკმაყოფილოა ხელისუფლებით და ოპოზიციის ალტერნატივას ვერ ხედავს. ეს გამოკითხვებიდან ჩანს. და ისინი, ვინც ვერ პასუხობს, ვის მისცემს ხმას, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას პირდაპირ საარჩევნო უბანზე მიიღებენ: მისცენ ხმა ხელისუფლებას თუ ოპოზიციას, რადგან არ მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაზე უკეთესია“, - განუცხადა სიხარულიძემ Sputnik-ს.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
ვინ გახდება პრემიერი? ახალმა კვლევამ პარტიების გამარჯვების შანსები შეაფასა

ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ გაურკვეველი ამომრჩევლები - ოპოზიციის ელექტორატია.

„ეს საზოგადოების მზარდ აპათიას აჩვენებს. არსებობს ასევე კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი. და ეს გაურკვეველი ამომრჩევლები ნამდვილად არ მისცემენ ხმას ხელისუფლებას“, - განაცხადა მაისაიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს საქართველოში გაჩნდა პოლიტიზებული გამოკითხვები და ორგანიზაციის მიხედვით, რომელიც ამ გამოკითხვებს ატარებს, შეიძლება დასკვნის გაკეთება, თუ რომელ ძალას წარმოადგენს ის. ამიტომაც გამოკითხვები იძლევა ბუნდოვან სურათს, რომელიც ძალიან განსხვავდება რეალურისგან.

ყველა ახალი ამბავი
0