03:43 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (244)
22010

ჯონდი ბაღათურიამ დღეს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა და დაასახელა ის რაიონები, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატებს არ ებრძვის

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. საარჩევნო ბლოკმა „ჯონდი ბაღათურია-ქართულმა დასმა“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატები წარადგინა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.

პარტიის გადაწყვეტილებით მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მხოლოდ ოთხ ოლქში იყრიან კენჭს. კერძოდ, მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან ვაკის რაიონში -  ჯონდი ბაღათურია, ნაძალადევის რაიონში - მარიამ სულაძე, კრწანისი-მთაწმინდის რაიონში -  მაია სირაძე და გლდანის რაიონში - ნატალია პაპაშვილი.

„არ წარვადგინეთ კანდიდატები საბურთალოზე, ისანსა და სამგორში, რადგან აქ კენჭს იყრის სამი წარმატებული რეფორმის ავტორი და ჩვენი შეთანხმებით, საბურთალოზე არ ვებრძვით სერგეენკოს, ისანსა და სამგორში კახა კახიშვილსა და სოზარ სუბარს ჩვენ არ დავუყენეთ კანდიდატები. „ქართული დასის“ კანდიდატები პროპორციულში შემოხაზავენ ქართულს დასს, მაგრამ მაჟორიტარებში მათ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

პარტია „ქართული დასი“ 2007 წელს შეიქმნა. გაერთიანებული ოპოზიციის კვოტით ბაღათურია 2008 წლის მოწვევის პარლამენტში შევიდა, სადაც გამოირჩეოდა მაშინდელი ხელისუფლებისა და პრეიზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას ამომრჩეველთა 0,12%-მა დაუჭირა მხარი, რის გამოც „ქართული დასი“ პარლამენტს გარეთ აღმოჩნდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (244)

მთავარი თემები