თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 66 პარტია დაარეგისტრირა.
მოქალაქეები არჩევნებზე წავლენ, მაგრამ არ იციან, ვის დაუჭერენ მხარს – NDI-ს გამოკითხვა >>
საქართველოს მოქალაქეები დეპუტატებს 31 ოქტომბერს აირჩევენ. სექტემბრის ბოლომდე პარტიებს აქვთ დრო იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკები ჩამოაყალიბონ.
საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
პარტიების სია:
- 1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - ლიდერი მიხეილ სალუაშვილი;
- 2. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“ - ლიდერი მამუკა ტუსკაძე;
- 3. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - თავმჯდომარე ჯონდო ჯავახიშვილი;
- 4. „საქართველო“ - ლიდერი გიორგი ლილუაშვილი;
- 5. „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ - ლიდერი გია ჟორჟოლიანი;
- 6. „კანონი და სამართალი“ - ლიდერი თამარ ჩარკვიანი;
- 7. „პოლიტიკური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველო“ - ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;
- 8. „ახალი ძალა“ - ლიდერი ლაზარე ზაქარიაძე;
- 9. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ - ლიდერი თამაზ მეჭიაური;
- 10. „რეფორმატორები“ - ლიდერი დავით მიროტაძე;
- 11. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - ლიდერი იაგო ხვიჩია;
- 12. „სახალხო პარტია“ - ლიდერი ივანე გიორგაძე;
- 13. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“ - ლიდერი გაიოზ მამალაძე;
- 14. „ქართული დასი“ - ლიდერი ჯონდი ბაღათურია;
- 15. საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია - ლიდერი ირაკლი თავმჯდომარე ირაკლი კობრავა;
- 16. „ქართული ფესვები“ - თავმჯდომარე თენგიზ ოქროპილაშვილი;
- 17. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია - თავმჯდომარე ავთანდილ ველთაური;
- 18. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ - თავმჯდომარე გია ბერძენიძე;
- 19. „შეცვალე საქართველო“ - თავმჯდომარე გიორგი გაგნიძე;
- 20. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე გრიგოლ ჯოჯუა;
- 21. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - თავმჯდომარე ნიკოლოზ ჯოგლიძე;
- 22. „ტრიბუნა“ - ლიდერი დავით ჭიჭინაძე;
- 23. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ - თავმჯდომარე პაატა დავითაია;
- 24. „თეთრები“ - თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი;
- 25. საქართველოს კონსერვატიული პარტია - თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური;
- 26. „მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ - თავმჯდომარე გრიგოლი სოხაძე;
- 27. „სამართლიანობისთვის“ - თავმჯდომარე ეკა ბესელია;
- 28. „არჩევანი სამშობლოსათვის“ - თავმჯდომარე ლელა გულედანი;
- 29. საქართველოს მწვანეთა პარტია - თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე;
- 30. „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე;
- 31. „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე დავით შუკაკიძე;
- 32. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ - “ თავმჯდომარე ხათუნა ქოიავა;
- 33. „მემარცხენე ალიანსი“ - თავმჯდომარე იოსებ შატბერაშვილი;
- 34. „მომავალი საქართველო“ - თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე;
- 35. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - თავმჯდომარე შოთა მალაშხია;
- 36. „ლელო საქართველოსთვის“ - თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე;
- 37. „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი;
- 38. „ქართული არჩევანი“ - თავმჯდომარე ბეჟან გუნავა;
- 39. „თავისუფალი საქართველო“ - თავმჯდომარე კახა კუკავა;
- 40. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე;
- 41. „რეფორმერი“ - თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი;
- 42. „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ - თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი;
- 43. „საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი“ - თავმჯდომარე ირაკლი ნაცვლიშვილი;
- 44. „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ - თავმჯდომარე მალხაზი გორგასლიძე;
- 45. „ქართული იდეა“ - თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა;
- 46. „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ - თავმჯდომარე ალექსანდრე ბრეგაძე;
- 47. „პროგრესული საქართველო“ - თავმჯდომარე ირაკლი მურცხვალაძე;
- 48. „პროგრესი და თავისუფლება“ - თავმჯდომარე ნიკოლოზ გვრიტიშვილი;
- 49. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;
- 50. „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ - თავმჯდომარე თამაზ ჯაფოშვილი;
- 51. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა;
- 52. „თავისუფალი დემოკრატები“ - თავმჯდომარე შალვა შავგულიძე;
- 53. „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“ - თავმჯდომარე შორენა გარდაფხაძე;
- 54. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე;
- 55. „იბერიელთა ერთობა“ - თავმჯდომარე გიორგი წიპტაური;
- 56. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - თავმჯდომარე ისაკი გიორგაძე;
- 57. „ევროატლანტიკური ვექტორი“ - თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე;
- 58. „სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“ - თავმჯდომარე ანა რეხვიაშვილი;
- 59. „საქართველოს განვითარების პარტია“ - თავმჯდომარე ქეთევან გოგოლაძე.
- 60. „ტრადიციონალისტთა კავშირი“ - ლიდერი აკაკი ასათიანი;
- 61. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - ლიდერი დავით თარხან-მოურავი;
- 62. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ლიდერი ბიძინა ივანიშვილი;
- 63. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - ლიდერი დავით ბაქრაძე;
- 64. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ლიდერი გრიგოლ ვაშაძე;
- 65. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ - ლიდერი ხათუნა სამნიძე;
- 66. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.