04:48 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (160)
9601

გამოკითხვა 4–21 აგვისტოს პერიოდში პირდაპირი ინტერვიუს გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 1,5 ათასმა რესპონდენტმა. ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პოლიტიკური პარტიების რეიტინგის სათავეშია. ამაზე მეტყველებს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებიც. 

კითხვას, „თუ საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას ჩატარდება, ვის დაუჭერთ მხარს“, რესპონდენტების 36%-მა უპასუხა, რომ მოქმედ ხელისუფლებას აირჩევს. მეორე ადგილზე 15%-ით გავიდა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

– „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" 4%

– „ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" 4%

– „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 4%

– „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 3%

ამასთან, გამოკითხულთა 23%-ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.

არსებობს თუ არა ალტერნატივა?

კითხვაზე, „ფიქრობთ თუ არა, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გთავაზობთ ეფექტურ ალტერნატივას ამ არჩევნებზე“, გამოკითხულთა 56%-მა უპასუხა, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 24%-მა კი ვერ შეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მხოლოდ 20%-ს მიაჩნია, რომ ასეთი პოლიტიკური ალტერნატივა არსებობს.

მომავალი პრემიერი

რესპონდენტებს ასევე დაუსვეს კითხვა, თუ ვინ უნდა დანიშნოს მომავალი პრემიერი. ამ გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირია: 44% ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს. 36%-ის აზრით, ეს მრავალპარტიულმა საპარლამენტო კოალიციამ უნდა გააკეთოს. პასუხი არ აქვს ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე 20%-მა. 

რაც შეეხება კითხვას, ვის ისურვებდნენ მომავალ პრემიერ-მინისტრად, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 59% – რომელიმე პარტიის წევრს, 16% – უპარტიო პოლიტიკოსს. პასუხი არ აქვს ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე 25%-მა.

ვინ მიდის არჩევნებზე

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. არჩევნებზე რესპონდენტების 74% „ალბათ წავა“. 16%-მა კი აღნიშნა, რომ „ნაკლებად შესაძლებელია“.

არჩევნებში „ალბათ არ მიიღებს მონაწილეობას“ გამოკითხულთა 4%, ხოლო „დიდი ალბათობით მონაწილეობას არ მიიღებს“ 5%. არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 2%-ს.

პანდემია

კორონავირუსი ნეგატიურად აისახა რესპონდენტების უმრავლესობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

კითხვაზე, „როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მდგომარეობა პანდემიის დაწყებიდან“, რესპონდენტების 65%-მა უპასუხა, რომ გაუარესდა, 32%-სთვის არ შეცვლილა, ხოლო 4%-სთვის გაუმჯობესდა. პასუხი არ ჰქონდა ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე 1%-მა. 

გამოკითხულთა უმრავლესობა COVID-19-ის პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ გატარებული ზომებით კმაყოფილია – ამ მოსაზრებას ემხრობა 82%. უკმაყოფილოა 17%, ხოლო პასუხი არ აქვს ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე 2%-მა.

როგორ ჩატარდა გამოკითხვა

გამოკითხვა 4–21 აგვისტოს პერიოდში პირდაპირი ინტერვიუს გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 1,5 ათასმა რესპონდენტმა. ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (160)

მთავარი თემები