00:21 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

სან-ფრანცისკოში გახსნილი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა აშშ-ის 19 შტატში მცხოვრებ თანამოქალაქეებს გაუწევს საკონსულო მომსახურებას.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა, რომელიც თანამოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას 1 ოქტომბრიდან გაუწევს, იუწყება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საკონსულო მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ კალიფორნიის, არიზონის, ნევადის, ორეგონის, ვაშინგტონის, აიდაჰოს, ვაიომინგის, მონტანას, კოლორადოს, ნიუ-მექსიკოს, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტის, ნებრასკის, კანზასის, ალასკის, ჰავაის, ოკლაჰომასა და ტეხასის შტატებში.

საგარეო უწყება ახსენებს თანამოქალაქეებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ისინი საკონსულო აღიცხვაზე უნდა დადგნენ. ამის გაკეთება ახლა უკვე შესაძლებელია სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვებ-გვერდზე მისამართზე: www.geoconsul.gov.ge.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც გამარტივებული ონლაინ–ფორმით, ისე ფოსტაზე მოთხოვნის გაგზავნით ან პირადი ვიზიტით.

„საკონსულო აღრიცხვა არის უფასო და არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციაში ასევე მითითებულია საკონტაქტო ინფორმაცია სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან დასაკავშირებლად:

მისამართი: 930 Montgomery Street, Unit 301, San Francisco, CA 94133

ტელეფონი: +1 (415) 528-3706

ფაქსი: +1 (415) 528-3728

E-mail: ConsulateSF@mfa.gov.ge

მთავარი თემები