23:38 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (135)
120 0 0

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მცხეთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

 

თბილისი, 11 სექტემბერი  — Sputnik.  იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ იქცეს, ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მცხეთაში, სადაც მმართველმა პარტიამ  მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წარადგინა.

„შეუძლებელია, არ შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი გეგმები უნდა იყოს დაკავშირებული წარსულთან – ჩვენს დიდებულ, გამორჩეულ წარსულთან, რომლის განსახიერებაც არის მცხეთა და სვეტიცხოველი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ საქართველო ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო იყოს“, – განაცხადა გახარიამ. 

გახარიამ ქალაქ მცხეთაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისისა, სისტემური პროექტები არ გაჩერებულა. მისი თქმით, ბევრ ადგილას ჯერ კიდევ გადასაჭრელია ინფრასტრუქტურასთან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ სამელიორაციო პროექტები ცხრა ლოკაციაზე განხორციელდა და მისი დახმარებით დამატებით 4 ათასი ჰექტარი მიწა მოირწყვება, ამ მიმართულებითკიდევ  ბევრია გასაკეთებელი.

 „ ვიცი, ამ რეგიონისთვის და მცხეთისთვის ქვეშეთი-კობის მონაკვეთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევეა, ნატახტარი-ჟინვალი, რომელიც 2021 წელს დაიწყება და განხორციელდება.  ეს ყველაფერი დამატებითი რესურსია მცხეთისთვის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მცხეთისთვის ტურიზმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (135)

მთავარი თემები