03:39 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (153)
68 0 0

ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებსაც ქვეყნის ეკონომიკა იძლევა

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიული სიის პრეზენტაციაზე შეკრებილებს წარუდგინა თავისი ხედვა იმაზე, თუ როგორი უნდა გახდეს საქართველო.

„მადლობა ყველას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. მე და ჩემი გუნდი ამ ნდობას ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე. თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მილიარდერმა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის ჩრდილოვან მმართველობას მიაწერს, პუნქტების მიხედვით ჩამოთვალა ის მორალური ნორმები და მიზნები, რომლებსაც უნდა მიჰყვეს ქვეყნა და მისი მოქალაქეები.

მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ქვეყანა,

  • სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული;
  • სადაც ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა;
  • სადაც სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია,
  • სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ,
  • ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ;
  • სადაც თითოეულის წარმატებისთვის თანაბარ პირობებს ქმნიან;
  • სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით.

ივანიშვილი ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებსაც შეეხო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო „უფრო ახლოს იყოს ევროპასა და ნატოსთან“.

ეკონომიკაში ივანიშვილმა მთავარ მიზნად დაასახელა ის, „რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი არცერთი მოქალაქე“.

ოპონენტების საპასუხოდ მილიარდერმა განაცხადა, რომ „ოცნების“ მთავრობამ განახორციელა მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელებისა ბევრს არ სჯეროდა, და ამას მომავალშიც გააგრძელებენ.

როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისში წარმოადგინა. მმართველ პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს 30-ვე საარჩევნო ოლქში ჰყავს.

პრეზენტაცია ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე დაიწყო. 

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (153)

მთავარი თემები