22:45 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (148)
77 0 0

ხელისუფლება წინასაარჩევნო პროგრამის ფინალური პრეზენტაციის ჩატარებას სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გეგმავს.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ამ კვირის ბოლოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიის პირველ 15–20 ნომერს დაასახელებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, პარტიული სიის პირველი ნაწილი ორ–სამ დღეში იქნება წარმოდგენილი.

„ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, სოფლებში შეხვედრებს... სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული პროგრამის წარდგენა, რომელზეც ძალიან ბევრი მსჯელობა გვექნება ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარდეს.

„ჩვენი პარტიული აქტივისთვის გაცემული გვაქვს ძალიან მკაცრი მითითება, რომ სპეკულაციისთვის არანაირი სივრცე არ დატოვონ და მოერიდონ ყველანაირ, პატარა კონფლიქტსაც კი“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (148)

მთავარი თემები