04:12 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (178)
126 0 0

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიურ ნივთიერებებს საქართველო და აშშ ამზადებენ

თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ „ნოვიჩოკი“ და მსგავსი ქიმიური ნივთიერებები რიჩარდ ლუგარის კვლევით ცენტრში მზადდება.

მანამდე რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური შვიტკინმა განაცხადა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ლაბორატორიები არსებობს საქართველოს და აშშ-ის ტერიტორიაზე, რუსეთი კი მსგავს ნივთიერებებს არ აწარმოებს. ეს განცხადება გაკეთდა გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის სიტყვებზე საპასუხოდ, თითქოს ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავიდან ჰოსპიტალიზებული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის საბრძოლო ნივთიერებით მოწამლეს.

„განცხადება გაკეთდა, თურმე, მომაკვდინებელი ნივთიერება A234 ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, რაც სისულელე და აბსურდია“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, არავინ დაიჯერებს იმას, რომ ლუგარის ლაბორატორიას აღნიშნულ ნივთიერებასთან რაიმე კავშირი აქვს.  

გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბუნდესვერის ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაადგინეს ნავალნის „მოწამვლა“ მომწამლავ საბრძოლო ნივთიერებათა ჯგუფ „ნოვიჩოკის“ სუბსტანციით. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა РИА Новости-ს, რომ ბერლინს არ გადაუცია მოსკოვისთვის თავისი დასკვნები ნავალნის „ნოვიჩოკით“ „მოწამვლის“ შესახებ, შესაბამისად, რუსეთს ეს მონაცემები არ აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნეს, რომ რუსული მხარე ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციაზე რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გაგზავნილ შეკითხვაზე პასუხს გერმანიისგან ელოდება.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (178)

მთავარი თემები