არჩევნები 2020: „ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოში განაცხადი შეიტანა

© Sputnik / Alexander Imedashviliნაცმოძრაობის ყრილობა
ნაცმოძრაობის ყრილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დარჩენილ საპარლამენტო პარტიებს შორის პირველმა შეიტანა განაცხადი არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად და მას გამარჯვების იმედიც აქვს.

თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი შეიტანა.

პარტიის სახელით განაცხადი ცესკოში პარლამენტის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დღეს შეიტანა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამომრჩევლებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობს გაუმჯობესებას ჰპირდებიან.

„დავრეგისტრირდით არჩევნებისთვის, რომელიც არის წყალგამყოფი, უმნიშვნელოვანესი ჩვენი მომავლისთვის. 31 ოქტომბერს ოპოზიცია ერთობლივად დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და დაასრულებს იმ უიმედობას, რომელიც იყო ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში", – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

ყველა ახალი ამბავი
0