07:25 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (155)
89 0 0

ცესკოში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს - ამომრჩევლები 31 ოქტომბერს თავიანთ არჩევანს გააკეთებენ 3 657 საარჩევნო უბანზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნებ

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო ღონისძიებების განრიგი დაამტკიცა.

ცესკომ საარჩევნოდ არასაპარლამენტო პარტიების რეგისტრაცია დაასრულა >>

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კომისია ცდილობს შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეებმა თავისუფლად და უსაფრთხოდ შეძლონ თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულება.

მიქელაძემ აღნიშნა, რომ ღონისძიებების დამტკიცებული განრიგი შესაბამისი თარიღებით ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

პანდემიის პირობებში დაწესდა სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას, აღნიშნა პრესსპიკერმა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე. დღევანდელ სხდომაზე მიღებული დადგენილებით ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნება 2 – ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნები“, – განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 59 პოლიტიკური პარტია. განაცხადების მიღება 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები“, - განაცხადა მიქელაძემ.

პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ 2 სექტემბერს გამოცხადდება კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო >>

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (155)

მთავარი თემები