04:49 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (192)
53 0 0

იმის გათვალისწინებით, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია მოკლევადიანი იქნება. პლენარული სხდომების გამართვა ორი კვირის განმავლობაში იგეგმება.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.

პლენარული სხდომის წინ ბიუროს წევრებმა სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.

პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის არყოფნის გამო, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება, ბიუროს სხდომას პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თავმჯდომარეობდა.

ვოლსკიმ პარლამენტში ყოფნისას უსაფრთხოების მიზნით კოლეგებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდა და ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის პერსონალს პანდემიის დროს მუშაობისთვის.

„დღემდე მშვიდობით მოვედით და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც შევძლებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას", – განაცხადა ვოლსკიმ.

იმ საკითხებს შორის, რომლებიც 1-4 სექტემბრის სასესიო კვირის დღის წესრიგში შევიდა, არის „შრომის კოდექსში", „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები.

დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ოთხშაბათს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.

ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ, რომლებიც კანონპროექტების განხილვის ვადის გახანგრძლივებას და რიგი ინფორმაციების ცნობად მიღებას შეეხებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია მოკლევადიანი იქნება. პლენარული სხდომების გამართვა ორი კვირის განმავლობაში იგეგმება.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (192)

მთავარი თემები