00:29 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (192)
130 0 0

როგორც ბიუროს, ისე პარლამენტის პლენარულ სხდომას ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გაუძღვება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად იზოლაციაშია.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია 1 სექტემბერს გაიხსნება.

რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბერის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

თუ რა საკითხებზე იმსჯელებენ დეპუტატები, ამას ბიუროს სხდომა განსაზღვრავს, რომელიც დღეს, 31 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

სავარაუდოდ, დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა იქნება, რომელიც ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

როგორც ბიუროს სხდომას, ისე პარლამენტის პლენარულ სხდომას ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გაუძღვება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად იზოლაციაშია. მისი დაცვის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა და იგი კლინიკაშია გადაყვანილი.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (192)

მთავარი თემები