11:29 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სიახლეები უკრაინიდან: ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ (38)
31701

ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა, წერს სააკაშვილი.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. უკრაინა ჩემი მეორე სახლია, მაგრამ მე ახლა საქართველოში ვბრუნდები, აცხადებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილს ამ დროისათვის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია. მან არაერთხელ გამოთქვა საკუთარი აზრი საქართველოში წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და განაცხადა, რომ არ ცნობს ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობას და ამიტომ მზად არის „იბრძოლოს ცეცხლის წინა ხაზზე“. მისი განცხადებები იქცა კიევიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის მიზეზად — ქვეყნის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ექს-პრეზიდენტის განცხადებები უკრაინის მოქალაქის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა.

„უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან... ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემ მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამ, რაც ჩვენ შევქმენით, დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს. მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!“ – წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“. 

ყოფილი პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში მადლობას უხდის უკრაინას, რომელმაც ის „ყველაზე რთულ პერიოდში მიიღო ისეთი, როგორიც არის — ყოველგვარი პირობების და მოთხოვნების გარეშე“.

ამასთან სააკაშვილი აღიარებს იმ მძიმე შეცდომებს, რომლებიც საქართველოში მისი მმართველობის წლებში დაიშვა და ბოდიშს უხდის ქვეყნის მოსახლეობას ამის გამო. თუმცა აცხადებს, რომ „ახლა, წლების გადმოსახედიდან, იცის, თუ უკეთესად როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას და როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები“.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელთაგან რამდენიმეზე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.

თემები:
სიახლეები უკრაინიდან: ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ (38)

მთავარი თემები