07:24 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1806)
57 0 0

სამძიმარს, რომელსაც საქართველო ხევსურეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით იღებს, პოლონეთის საელჩოც უერთდება.

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. პოლონეთის საელჩო საქართველოში უერთდება საქართველოს ტკივილს შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით, ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

საქართველოში 25 აგვისტოს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით გლოვის დღეა გამოცხადებული.

ისრაელის საგარეო უწყება საქართველოს უსამძიმრებს>>

„ვუერთდებით ქართველი ხალხის მწუხარებას შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. გვსურს სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია საელჩოს გზავნილში.

25 აგვისტოს გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ განკარგულებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ორშაბათს მოაწერა ხელი.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

კვირას, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.  მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩენილი სამი მგზავრი მძიმე მდგომარეობაში თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1806)

მთავარი თემები