ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და სანქციებს აწესებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ აღიარონ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებამ გამოაცხადა. ამის შესახებ საგანგებო სამიტის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა.

გარდა ამისა, ევროკავშირი აპირებს სანქციების დაწესებას იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც „პასუხისმგებელია ქვეყანაში ძალადობასა და არჩევნების ფალსიფიცირებაზე“, ევროკავშირის სამსახურებმა კი უნდა მიიღონ ფორმალური გადაწყვეტილება, აღნიშნა მან. ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა აქვე დასძინა, რომ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე ჯერ კიდევ იმსჯელებენ.

მიშელმა მინსკს მოუწოდა, კრიზისიდან არაძალადობრივი გამოსავალი მოძებნოს და განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა „ხელისუფლების მშვიდობიან გადასვლას შეუწყოს ხელი“. გარდა ამისა, მან ისაუბრა ბელარუსი ხალხისთვის 53 მილიონი ევროს გამოყოფაზე.

აქცია მინსკში - Sputnik საქართველო
ბელარუსის პრეზიდენტობის ექს–კანდიდატმა მომხრეებს მოუწოდა, პროტესტზე უარის თქვან

სამიტის შემდეგ კომენტარი გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც.

„ბელარუსმა დამოუკიდებლად უნდა მოიპოვოს თავისი გზა, ეს უნდა მოხდეს დიალოგის მეშვეობით ქვეყნის შიგნით, გარედან ჩარევა არ შეიძლება“, – განაცხადა მან ბრიფინგზე ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფოთა მეთაურების დისტანციური შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, „ეჭვგარეშეა, რომ ბელარუსში არჩევნები არასამართლიანი იყო“. მერკელმა აღნიშნა ასევე, რომ ცდილობდა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ტელეფონით გასაუბრებას, თუმცა ვერ მოახერხა და ამ შემთხვევაში იგი ვერ შეასრულებს შუამავლის როლს რესპუბლიკასთან დიალოგში.

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული ძალადობა, „ათასობით ბელარუსის დაკავება“ და „ლუკაშენკოს რეჟიმს მოუწოდა, შეწყვიტოს ძალის გამოყენება. სიტყვისა და შეკრების თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს“. ევროკავშირი მხარს უჭერს ასევე „ეროვნულ დიალოგს, როგორც ამას ბელარუსის ოპოზიცია ითხოვს“, დასძინა მან.

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ლუკაშენკო: ბელარუსის ოპოზიცია ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, სახელმწიფოს მოქმედმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმათა 80,1 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე კი 10,12%-ით ტიხანოვსკაია გავიდა. ოპოზიციამ ეს შედეგები არ ცნო, თავად ტიხანოვსკაია კი ლიეტუვაში გაემგზავრა.

შედეგების გამოცხადებისთანავე მთელ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც პირველ დღეებში სასტიკად ჩაახშეს ძალოვანებმა. მათ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავდა ასობით ადამიანი, დააკავეს საპროტესტო აქციების 7 ათასამდე მონაწილე, დაიღუპა ოთხი მომიტინგე.

ყველა ახალი ამბავი
0