02:21 02 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.1413
  • USD3.1988
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (157)
167 0 0

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ბიზნესმენების პარტიას უწოდებენ. და მას ახლა კიდევ ერთი ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი პოლიტიკაში წავიდა და შეუერთდა ოპოზიციურ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“.

გაიაშვილი საქართველოში წარმატებულ ბიზნესმენთა რიცხვში შედის. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როდესაც საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა, Georgian Airways იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც მთავრობის დავალებით სპეცრეისებს ასრულებდა ევროპის ქალაქებიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეების ჩამოსყვანად. კომპანია სხვადასხვა მიმართულებით ჩარტერულ რეისებს დღესაც ახორციელებს.

„საკმაოდ მძიმე იყო დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ჩართვა არ არის ადვილი საქმე. თუმცა, მე დავკარგე იმედი, რომელიც 2012 წელს გამიჩნდა ამ მთავრობის მიმართ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გაიაშვილმა.

გაიაშვილის „ლელოში“ გაწევრიანების გადაწყვეტილებას პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მნიშვნელოვანი უწოდა პარტიისთვის და ქვეყნის მომავლისთვის.

„დღეს ჩვენ შემოგვიერთდა საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექოლოგიურ საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ. მან გაიარა ის სიმძიმეები, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში გამოწვევის სახით, დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა ხაზარაძემ ბრიფინგზე.

ეს პარტია ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2019 წლის ბოლოს შექმნეს და ახლა წარმოადგენს სამი ძალის გაერთიანებას: თავად „ლელო“, პარლამენტის ყოფილი სპიკერის დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა და შემოსავლების მიხედვით მილიონერი პარტიების სამეულში შედის.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პარტიას საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე შეუერთდა. ის ადრე მმართველი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, თუმცა გასულ წელს მისი რიგები დატოვა.

„ლელომ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარმოადგინა>>

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ უკვე განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (157)

მთავარი თემები