05:04 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (145)
157 0 0

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პრეზიდენტის კვოტით ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭო ანა დოლიძემ დატოვა

თბილისი, 23 ივლისი  — Sputnik.  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ ღვამიჩავა საკუთარი კვოტით დანიშნა.

ღვამიჩავა უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის ადგილს დაიკავებს, რომელიც საბჭოში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

ზურაბიშვილმა დოლიძეს უფლებამოსილება 25 ივნისს, მისი პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერა.

 „დაინიშნოს თამარ ღვამიჩავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2020 წლის 22 ივლისიდან 4 წლის ვადით“, – ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განკარგულებაში.

ანა დოლიძე პრეზიდენტის კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2018 წლიდან იყო.

დოლიძემ უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა და  დააარსა საკუთარი ორგანიზაცია „მოძრაობა ხალხისთვის", ხოლო შემდეგ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერ ალეკო ელისაშვილთან და დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადა. 

რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას, გაჩნდა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც დოლიძე როგორც კოლეგების, ისე პრეზიდენტის მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა.

სალომე ზურაბიშვილმა ანა დოლიძეს „გადაწყვეტილების დროულად მიღებისა“ და უფლებამოსილების მოხსნისკენ მოუწოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი ორგანო, რომლის მიზანიც ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობაა. სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება პირველი ორი ინსტანციის სასამართლოთა მოსამართლეების დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. მასში შედის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს — საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

 



თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (145)

მთავარი თემები