დიდი ბრიტანეთის ელჩი: ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი ოთხი წელი

© photo : Justin McKenzie Smith / FBჯასტინ მაკენზი სმიტი
ჯასტინ მაკენზი სმიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯასტინ მაკენზი სმიტს აღნიშნულ თანამდებობაზე მარკ კლეიტონი შეცვლის, რომელიც საქართველოში აგვისტოში ჩამოვა.

თბილისი, 23 ივლისი  — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოში დიპლომატიურ მოღვაწეობას ასრულებს.

მან სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საუბრობს, რომ ეს იყო შესანიშნავი ოთხი წელი, ხოლო საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის მის გულში იქნება. საკუთარ ვიდეომიმართვაში მაკენზი სმიტი საქართველოს სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის. 

დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი - Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთის ელჩი: საერთაშორისო საზოგადოების როლი ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ოთხი წლის განმავლობაში ვყოფილიყავი დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი ოთხი წელი. ყველას, მთელ ქვეყანას დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის. საქართველოს და ქართველ ხალხს ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება“, – განაცხადა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

მან საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. მისი თქმით, მან, როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ყველაფერი გააკეთა ორი ქვეყნის ხალხებს შორის კავშირის განმტკიცებისთვის.

ჯასტინ მაკენზი სმიტს აღნიშნულ თანამდებოდაზე მარკ კლეიტონი შეცვლის, რომელიც საქართველოში აგვისტოში ჩამოვა. კლეიტონი 20 წელზე მეტხანს მუშაობდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის, მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოში.

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 27 აპრილს დამყარდა. მხარეები რეგულარულად მართავენ პოლიტიკურ კონსულტაციებს, ასევე თანამშრომლობენ თავდაცვის, ვაჭრობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0