არჩევნები 2020: რამდენმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია და ვის ეთქვა უარი

© Sputnik / Alexander Imedashviliცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ განაცხადი შეტანილი აქვს 68 პარტიას, ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა 23 პარტია, დარღვევების გამო 11 პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) კიდევ ორი პარტია დაარეგისტრირა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია ცესკოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 22 ივლისს დარეგისტრირდა თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველო“ და „საქართველოს მწვანეების პარტია“.

დოკუმენტაციაში სხვადასხვა შეუსაბამობების გამო რეგისტრაციაზე ერთბაშად 10 პარტიას ეთქვა უარი.

ცესკო არასაპარლამენტო პარტიებისგან განცხადებებს 15 ივლისამდე იღებდა. განაცხადი სულ 68 პარტიამ შეიტანა. დღეისათვის ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა 23 პარტია, დარღვევების გამო 11 პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. 

ხათუნა სამნიძე - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები 2020: „რესპუბლიკელები“ კულისებს მიღმა აღმოჩნდებიან?

საპარლამენტო პარტიებისთვის განაცხადების შეტანის ვადა არჩევნებამდე 57 დღით ადრე, სექტემბრის დასაწყისში იწურება.

არჩევნებში მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

მანამდე იმ პარტიებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე 15 ათასი ხმის მიღება ვერ შეძლეს, ცესკოში 5 ათასი მომხრის ხელმოწერები უნდა წარადგინონ. დანარჩენი პარტიები რეგისტრაციას ავტომატურად გადიან.

პარტიები, რომლებმაც ცესკოში რეგისტრაცია გაიარეს (22 ივლისის საღამოს მონაცემებით):

– „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“       

– „სოციალური სამართლიანობისთვის“

– „საქართველო“

– „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

– „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“

– „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ 

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: კარგად ჩატარებული არჩევნები – ჩვენი საერთო მიზანია

– „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“

– „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

– „ევროპელი დემოკრატები“

– „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

– „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“

– „ლელო საქართველოსთვის“

– „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“

– „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“

– „სახელმწიფო ხალხისთვის“

– „თავისუფალი დემოკრატები“

– „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“

– „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

– „თავისუფალი საქართველო“

– „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“

– „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“

– „გამარჯვებული საქართველო“

– „მწვანეთა პარტია“

რეგისტრაციაზე უარი ეთქვა:

– „სამშბლო“

– „მოქალაქეთა კონსოლიდაციის პარტია“

– „ეროვნულ–ქრისტიანული პარტია“

– „ახალი“

– „საქართველოს ხალხთა ერთობა გაერთიანებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის"

– „ხმა დედის და ხმა ერის"

– „ეროვნული ერთიანობის პარტია"

– „საქართველოს მთიელთა პოლიტიკური ლიგა"

– „დემოკრატიული პარტია"

– „მამული"

– „მეგობრობის კავშირი – დამოუკიდებლობა და აღმავლობა"

 

ყველა ახალი ამბავი
0