09:20 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მიხეილ სააკაშვილი (142)
153 0 0

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ მას უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით „დიდი გეგმები“ აქვს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შემოდგომაზე საქართველოში „გადამწყვეტი ნახტომისთვის“ ემზადება.

ბოლო დროს სააკაშვილი ხშირად აკეთებს მსგავს განცხადებებს. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ არ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას და საპარლამენტო არჩევნების დროს „წინა ხაზზე“ დადგება. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებები საქართველო–უკრაინის ურთიერთობებს ვნებს. ამ ზაფხულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის გამონათქვამების გამო საქართველოში უკრაინის ელჩს უკვე ორჯერ მოსთხოვა განმარტება.

„დავასრულებთ ჩემი სამშობლოს დამცირებასა და ჩემი ერის განადგურებას რუსეთის მიერ დანიშნული ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოს განვითარების სწრაფ რელსებზე, მაშინაც კი, თუ მე პირადად მომიწევს ამისთვის ყველაზე მაღალი საფასურის გადახდა. დიახ, მე ვიბრძვი უკრაინაშიც და საქართველოშიც. დიახ, მე არ ვაცხადებ პრეტენზიას მაღალ თანამდებობებზე არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ვარ რეგიონალური ლიდერი და ბევრისთვის დაკავშირებული ვარ უკეთესობისა და რეფორმების იმედთან და ამ ადამიანებს იმედს არ გავუცრუებ, რაც არ უნდა მოხდეს და რადაც არ უნდა დამიჯდეს“, – დაწერა სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

საგარეო უწყება: სააკაშვილის განცხადებები საქართველო–უკრაინის ურთიერთობებს ვნებს >>

მან განაცხადა, რომ მას „დიდი გეგმები აქვს“ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.

„მე დიდი გეგმები მაქვს უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით. დიდ ტრანსფორმაციას ვემხრობი. არ მჯერა სანახევროდ გადადგმული ნაბიჯების და არ მჯერა პროცესის, მჯერა მხოლოდ პროცესის შედეგის“, – ხაზგასმით აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და უცხოეთში ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორობა არ შესთავაზა.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა და თანამდებობის მიღების შემდეგ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამასთან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში თავად სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობა საქართველოში არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

 

თემები:
მიხეილ სააკაშვილი (142)

მთავარი თემები