10:16 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
230 0 0

არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ურთიერთობები სასამართლოში გაარკვიონ.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი ძალის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლიდერების წინააღმდეგ შეურაცხყოფისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს, განაცხადა პარლამენტის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია 36-ჯერ შეცვალა - რისთვის იყო ეს საჭირო>>

მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაპირისპირებამ „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელიც 2012 წლიდან არ ცხრება, ახალი ელფერი შეიძინა. მმართველი პარტიის ლიდერებმა რიტორიკა გაამკაცრეს და „ნაცმოძრაობას“ ახსენებენ როგორც „კრიმინალურ“ და „მატყუარა“ ოპოზიციას.

„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს არჩევნებში გამოიყენოს ის მეთოდები, რომლისთვისაც არაერთხელ მიუმართავს – დაშინება, ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ზონდერ–ჯგუფებით, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სუს-ის და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ ამომრჩეველზე ზემოქმედება და, მათ შორის, ასეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სიძულვილის ატმოსფეროს დანერგვა წინასაარჩევნო პერიოდში. პასუხს მოვთხოვთ ყველას – როგორც პოლიტიკურად არჩევნებზე, ასევე სამართლებრივი გზით. ჩვენ გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან და, შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მივმართოთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის შეურაცხყოფით საქართველოს ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს ასევე მილიონობით ამომრჩეველს.

მმართველ პარტიაში გოცირიძის განცხადება სასაცილოდ მიიჩნიეს.

პარლამენტში „სასარგებლო ქაოსი" გამეფდება – ექსპერტები კონსტიტუციაში შესწორებებზე>>

„თუ ვინმე რამეზე უნდა იყოს გაბრაზებული, მათ შორის გოცირიძეც, პირველ რიგში, საკუთარ თავსა და პარტიაზე უნდა იყოს გაბრაზებული, რომ მათ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ უკვე წააგო, როდესაც უარი თქვა მის მიერვე მოთხოვნილი შესწორებებისთვის ხმის მიცემაზე.

მთავარი თემები