09:50 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
181 0 0

პიტერ სიიარტომ ქართველი კოლეგისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა და კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ის ოფიციალური ვიზიტით პირველი ეწვევა საქართველოს.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური პირი იქნება, რომელიც თბილისს ეწვევა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, მისი უნგრელი კოლეგის ვიზიტი ორშაბათს, 6 ივლისს არის დაგეგმილი.

საქართველოს მოქალაქეებს შვედეთმა საზღვრები გაუხსნა>>

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ უნგრელი დიპლომატი კარანტინში არ მოთავსდება, რადგან ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის პირველი მაღალი დონის ოფიციალური პირი, რომელიც საქართველოს პანდემიის დაწყების შემდეგ ეწვევა. ის არის საქართველოს დიდი მეგობარი, ჩემი პირადი მეგობარიც და ჩვენ გვქონდა ასეთი მოლაპარაკება, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პანდემია აქტიურად იყო და მსოფლიო ბრძოლის პროცესში იყო, ის დამპირდა, რომ იქნებოდა პირველი, რომელიც ეწვეოდა საქართველოს. უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი, თავად მინისტრი პიტერ სიიარტო არ უშვებს არც ერთ შესაძლებლობას მაღალი დონის ფორუმებზე, რომ არ გააკეთოს საქართველოს მხარდამჭერი განცხადება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ვიზიტის დროს განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მთავარი თემები