დაჩქარებული წესით: პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

© Sputnik / Levan Avlabreliსაპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში მოიცავს საერთაშორისო დამკვირვებლების ყველა რეკომენდაციას, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით გაიცა

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში.

პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო ვერსიას კენჭი უყარა ხუთშაბათს საღამოს, მეორე მოსმენით დამტკიცებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

მესამე, საბოლოო მოსმენისთვის პროექტში შევიდა მხოლოდ სტილისტური შესწორებები. საბოლოო მოსმენით მას მხარი დაუჭირა 94-მა დეპუტატმა.

ცვლილებების ძირითადი მომენტები

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში მოიცავს საერთაშორისო დამკვირვებლების ყველა რეკომენდაციას, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით გაიცა.

მთავარ სიახლეს წარმოადგენს პარტიული სიების დაკომპლექტება იმგვარად, რომ სიის 25%-ს უნდა წარმოადგენდნენ ქალები.

„ქართული მარშის“ მონაწილეები - Sputnik საქართველო
ქართველმა ულტრანაციონალისტებმა პოლიტიკური პარტია დააარსეს

დანარჩენი ცვლილებები შეეხო საუბნო კომისიების დაკომპლექტებას, არჩევნების დღეს აგიტაციას, პოლიტიკურ რეკლამას, ეგზიტპოლებს და პარტიების დაფინანსებას.

ასე, მაგალითად, საქართველოში სიჩუმის დღე დაიწყება არა უბნების გახსნის მომენტიდან - 08:00 საათიდან, არამედ ღამის 12:00 საათიდან. არჩევნების დღეს პარტიებს ამომრჩევლებისთვის შეტყობინებების გაგზავნა აეკრძალებათ.

ასევე აიკრძალა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან სხვადასხვა პარტიების აქტივისტების შეკრება. ისინი უბანთან ყოფნას მხოლოდ 25 მეტრის რადიუსში შეძლებენ.

პარტიების ფინანსები უფრო გამჭვირვალე გახდება. პარტიები შემოწირულობების მიღებას მხოლოდ საქართველოდან და მხოლოდ ლეგალური სახსრებიდან შეძლებენ.

მეორე ტურის თარიღიც მკაფიოდ განისაზღვრა - ის პირველი ტურის თავზე მესამე შაბათს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0