15:19 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1134)
109 0 0

ევროკავშირმა პირველი 15 ე.წ. მწვანე ქვეყანა განსაზღვრა, რომელთა მოქალაქეებისთვის ის საზღვრებს ხსნის 1 ივლისიდან. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია საქართველოც.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ნიდერლანდების მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირის მიერ შემუშავებული იმ 15 ქვეყნის სია, რომელთათვის რეკომენდებულია საზღვრების გახსნა 1 ივლისიდან. ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც, ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნიდერლანდები 1 ივლისიდან თხუთმეტივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხსნის საზღვრებს.

ქვეყნების ჩამონათვალში არიან: საქართველო, კანადა, ავსტრალია, მაროკო, იაპონია, სამხრეთ კორეა, ალჟირი, მონტენეგრო, რუანდა, ახალი ზელანდია, ტუნისი, სერბეთი, ტაილანდი, ურუგვაი და ჩინეთი. რაც შეეხება უკანასკნელს, აღნიშნულია, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ევროპაში ჩასვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანაც გახსნის თავის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

უფრო ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში ჩართვის შესახებ ქვეყნის წარმატების აღიარება უწოდა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო, განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

ტურისტული სფერო საქართველოში კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან ხელისუფლებამ საზღვრები მიმდინარე წლის მარტში დაკეტა.

ევროკავშირი საქართველოს მწვანე შუქს უნთებს: როგორ შეძლებენ ქართველები გამგზავრებას>>

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 931-ია, აქედან გამოჯანმრთელდა 794, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1134)

მთავარი თემები