13:25 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (113)
88 0 0

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის ყოფილმა პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია 36-ჯერ შეცვალა - რისთვის იყო ეს საჭირო >>

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 117 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო სისტემას ეხება.

„მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და, შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის“, - წერს თავის Facebook-გვერდზე კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) 2017 წლის კვლევები გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოში ღარიბების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა. UNICEF-ის ექსპერტებმა ამის მიზეზად ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, უმუშევრობა და სამომხმარებლო ფასების ზრდა დაასახელეს.

ამასთან, კვირიკაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების" მმართველ გუნდთან გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. მისი სიტყვებით, საუბარი ეხებოდა მისი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას. კვირიკაშვილი მთავრობის სათავეში 2015 წლის დეკემბრიდან ორნახევარი წელი იყო.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენისა და პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის ახლო მეგობარია. თუმცა, როგორც კვირიკაშვილმა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (113)

მთავარი თემები