მიტინგი თბილისში: რუსთაველის გამზირზე გასულ ზაფხულს მომხდარ დარბევას იხსენებენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია 2020 წლის 20 ივნისს
საპროტესტო აქცია 2020 წლის 20 ივნისს - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები და აქციის დარბევის დროს დაშავებულები მიმართავენ

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - პარლამენტის წინ ახალგაზრდული ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების აქტივისტები მართავენ მიტინგს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების წლისთავს ეძღვნება.

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“: 20 ივნისს იგეგმებოდა ოპერაცია ხელისუფლების დამხობის მიზნით

ერთი წლის წინ ანტირუსული მიტინგი პარლამენტის წინ ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა და მანიფესტანტების სასტიკი დარბევით დასრულდა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი და ჟურნალისტები. რამდენიმე ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

შეკრებილებს ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები და აქციის დარბევის დროს დაშავებულები მიმართავენ. ოპოზიციის ლიდერები მომიტინგეების რიგებში დგანან. ჯერჯერობით უცნობია, გამოვლენ თუ არა ისინი სიტყვით თუ „ზრდასრულმა ოპოზიციამ“ მიტინგის წაყვანის უფლება ახალგაზრდობას დაუთმო.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია 2020 წლის 20 ივნისს
მიტინგი თბილისში: რუსთაველის გამზირზე გასულ ზაფხულს მომხდარ დარბევას იხსენებენ - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია 2020 წლის 20 ივნისს

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოს სახელმწიფო დროშები, ევროკავშირის, აშშ-ის და ნატოს დროშები, პლაკატები რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგო წარწერებით და ტრანსპარანტები ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებით.

შეკრებილთა რაოდენობის შეფასებები ძალიან განსხვავდება და რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე მერყეობს. შეკრებილები დგანან საკმაოდ დიდ ფართობზე და იცავენ დისტანციას.

ტრიბუნა დამონტაჟებულია პარლამენტის გადასწვრივ, რადგან თავად პარლამენტის შენობა რამდენიმე თვის განმავლობაში შემოფარგლულია ღობით, მერია აცხადებს, რომ ტერიტორიის კეთილმოწყობით არის დაკავებული.

ახალგაზრდა აქტივისტებმა პარლამენტის ირგვლივ ლოკალური აქციების სერია გამართეს. ასე, მაგალითად, ერთ-ერთ შესასვლელთან ასფალტზე გაჩნდა სისხლით მოსვრილი ხელის მტევნები, როგორც ერთი წლის წინ მომხდარი აქციის დაშლის სიმბოლო.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია 2020 წლის 20 ივნისს
მიტინგი თბილისში: რუსთაველის გამზირზე გასულ ზაფხულს მომხდარ დარბევას იხსენებენ - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია 2020 წლის 20 ივნისს

„იმ მოთხოვნებიდან, რომლებიც ჩვენ ერთი წლის წინ დავაყენეთ, თითქმის ყველაფერს მივაღწიეთ. პარლამენტი ხვალ თითქმის პროპორციულ არჩევნებს უყრის კენჭს. და მე მივმართავ ხელისუფლებას და პოლიტიკურ კლასს მთლიანობაში - ეს რეფორმა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.

შეკრებილების სახელით მან მიმართა ოპოზიციურ პარტიებს და მოუწოდა შეინარჩუნონ ერთიანობა იმისათვის, რომ ოქტომბერში არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვონ.

ყველა ახალი ამბავი
0