გავრილოვმა საქართველოს ხელისუფლებას „რევანშისტების“ გეგმების დამსხვრევა უსურვა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშისერგეი გავრილოვი
სერგეი გავრილოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სათათბიროს დეპუტატის თქმით, საქართველოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ თბილისში მომხდარ მოვლენებს „სამართლიანი შეფასება“ დღემდე ვერ მისცა

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ჩაწერა ვიდეომიმართვა Facebook-ში, რომელშიც გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართული მხარის ოფიციალური ბოდიში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელოვანი საწინდარი შეიძლება გახდეს.

გავრილოვის თქმით, 2019 წლის 20 ივნისს თბილისში მოხდა „ბინძური მეთოდებით შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაჭრის მცდელობა, საქართველოსთვის უნიკალური მოვლენის - მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის გამოყენებით“.

„ჩვენ დაჟინებით კი არ მოვითხოვთ ბოდიშებს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომხდარის გამო ბოდიშის მოხდა მართლმადიდებელი ევროპელი დეპუტატების მიმართ, ძმების მიმართ, რომლებსაც საქართველოსთვის მხოლოდ კარგი სურთ, ბოდიში რუსეთის წინაშე რუსეთის პრეზიდენტის და დეპუტატების შეურაცხყოფისთვის, რომელიც საერთოდ არაფერთან არ იყო კავშირში, ჩვენი საერთო ისტორიის მიმართ - ეს ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელოვანი პირობაა“, - განაცხადა გავრილოვმა.

საპროტესტო აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
ერთი წელი გავიდა: ოპოზიცია 20 ივნისს პარლამენტთან აქციაზე შეიკრიბება

გარდა ამისა, რუსი დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ თბილისში მომხდარ მოვლენებს „სამართლიანი შეფასება“ დღემდე ვერ მისცა. ამასთან გავრილოვი იმედოვნებს, რომ ქართული მთავრობა შეძლებს „საბოლოოდ დაამსხვრიოს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები“ და „შეაჩეროს ისინი, ვინც იმ წელს გაბედა და სცდადა მკრეხელობა, სახელმწიფო გადატრიალება აშკარა ანტიმართლმადიდებლური, ანტიქრისტიანული ლოზუნგებით“.

„დამნაშავეებმა ბინძურ პროვოკაციებში,რომელიც მიმართული იყო ჩვენი ურთიერთობების დანგრევაზე, პასუხი უნდა აგონ, თუ საჭირო გახდა - სასჯელი მოიხადონ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

რუსეთის დეპუტატმა უსურვა საქართველოს ხელისუფლებას „დაამსხვრიოს რევანშისტი-გადამტრიალებლების“ გეგმები და გამოთქვა რწმენა იმისა, რომ რუსეთთან პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს.

„იმედი გვაქვს, რომ ამ დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა იპოვის ძალებს იმისათვის, რომ საბოლოოდ დაამსხვრიოს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები, რომლებსაც ქვეყნიდან გაძევებული და კანონით დევნილი ყოფილი პრეზიდენტის მსგავსად საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურთ. - აღნიშნა გავრილოვმა. - სურთ შექმნან თავისი ქვეყნისგან ავტორიტარული პლაცდარმი, რათა დაამსხვრიონ მყიფე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სიმშვიდე ამიერკავკასიაში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან პატივისცემაზე და თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს“.

რა მოხდა ერთი წლის წინ?

2019 წლის 20 ივნისის მოვლენები დაიწყო დილით პარლამენტში, სადაც მართლმადიდებლობის პარლამნენტთაშორისო ასამბლის სესია იმართებოდა.

რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა პროტოკოლის მიხედვით დაიკავა ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი, რამაც უკიდურესად აღაშფოთა საპარლამენტო ოპოზიცია ორი მსხვილი პარტიის სახით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი შესაძლოა აგვისტოში გახსნას

ისინი ავიდნენ ტრიბუნაზე და შეურაცხყოფას აყენებდნენ გავრილოვს. ასამბლეის სესია ჩაიშალა, ყველა მისი მონაწილე სასწრაფოდ გაიყვანეს პარლამენტის შენობიდან. მათი ადგილები „ნაცმოძრაობის“ 20-მდე აქტივისტმა დაიკავა.

თავად გავრილოვმა იმავე დღეს დატოვა საქართველო, ხოლო 21 ივნისს რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. 20 ივნისს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ ადამიანები. ისმოდა ანტირუსული ლოზუნგები, გაჟღერდა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა.

ღამისკენ სიტუაცია არაკონტროლირებადი გახდა, და პოლიციამ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროტესტი კანონის ფარგლებს გასცდებოდა, ის ძალას გამოიყენებდა. პარლამენტში შეჭრის მცდელობის შემდეგ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პოლიციის და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მთელი ღამე გაგრძელდა, ასობით ადამიანი დააკავეს. გამთენიისას გაირკვა, რომ პოლიციასთან შეტაკებისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

ყველა ახალი ამბავი
0