13:07 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
19310

საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს)სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ მირტაგ ასადოვს გამოკითხვის დეტალებზე საუბარი აუკრძალეს და გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს.

ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმე: სუს-ში უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი იკითხება >>

ასადოვი გამოკითხეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც 30 მაისს აღიძრა და ეთნიკური შუღლის გაღვივებას ეხება.

„ძირითადი კითხვები იყო რეგიონთან დაკავშირებით, თუმცაღა გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, ვიდრე გამოძიება არ დამთავრდება. კითხვები იყო რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ნარიმანოვის ძეგლთან განვითარებულ მოვლენებზე“, - განუცხადა მან ჟურნალისტბს.

ბოლშევიკ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი მარნეულში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დგას, მარნეულის მერიამ ახლახან მისი რესტავრაცია განახორციელა. ამ ძეგლის წინააღმდეგ გამოვიდა მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი, რომელმაც მაისში ქადაგებისას განაცხადა, რომ ნარიმანოვი იყო საქართველოს მტერი და მერიის ქმედებებს „სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა“ და „ჩენი წინაპრების სულის შეფურთხება“ უწოდა.

ამის შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის „ქართული მარში“, რადიკალური განცხადებებით გამოვიდნენ.

„ჩვენ მედიასაშუალებებით ვგმობდით სიძულვილის ენას. იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც თავს წარმოაჩენენ ხოლმე, როგორც ქართული ეთნოსის ინტერესების დამცველები. ჩემი მოწოდებები მიმართული იყო იმ ადამიანებისკენ, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ და შუღლის ჩამოგდება სურს საქართველოს მოსახლეობას შორის“, – განაცხადა სეიდ მირთაგ ასადოვმა.

სუს-ის იძიებს საქმეს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ეთნიკური შუღლის გაჩაღებაზე. კონკრეტულად რა ფაქტებზეა საუბარი, უწყებას არ განუმარტავს.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის „რასობრივი დისკრიმინაციის“ მუხლით მიმდინარეობს. ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, დამამძიმებელი გარემოებების არსებობიდან გამომდინარე.

მთავარი თემები