17:22 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1189)
90 0 0

საქართველო 1 ივლისიდან ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხო, ანუ ე.წ. „მწვანე დერეფნები“ პირველ რიგში გაიხსნება ისრაელის, ავსტრიის, ჩეხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან ტომაშ პეტრჟიჩეკთან სატელეფონო საუბარისას უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საკუთარ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასა და საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.

ზალკალიანმა ჩეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა პანდემიის პირობებში ჩეხეთის მხრიდან გამოვლენილი სოლიდარობისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.  

სატელეფონო საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ეტაპობრივად, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ფარგლებში, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ 1 ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გეგმავს, რაც ვიზიტორებს ქვეყანაში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

ტომაშ მეტრჟიჩეკმა, თავის მხრივ, მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევასა და გატარებულ ზომებს. მინისტრმა აღიშნა, რომ მხარს უჭერს უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციას და მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის.

მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, სხვადასხვა სფეროებში წარმატებული თანამშრომლობა და პოსტპანდემიურ პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა.

საქართველო 1 ივლისიდან ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხო, ანუ ე.წ. „მწვანე დერეფნები“ პირველ რიგში გაიხსნება ისრაელის, ავსტრიის, ჩეხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1189)

მთავარი თემები