12:57 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (230)
60 0 0

იტალიაში 2 ივნისს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს – რესპუბლიკის დღეს აღნიშნავენ, რომელიც პირველად 73 წლის წინ იზეიმეს.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იტალიის მოქალაქეებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

იტალია თავის საზღვრებს ტურისტებისთვის წლის ბოლომდე არ გახსნის>>

იტალიაში 2 ივნისს რესპუბლიკის დღეს აღნიშნავენ. როგორც „Sputnik–საქართველოს“ თბილისის მერიის პრეს-სამსახურში აცნობეს, ამ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა ამ საღამოს იტალიის დროშის ფერებით განათდება.

„გულითადი მილოცვა იტალიას რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით! იტალიის ხალხს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას! საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის გაძლიერებას“, – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში.

რესპუბლიკის დღე იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმის სამახსოვროდ დაწესდა, რომლის დროსაც, 1946 წლის 2 და 3 ივნისს იტალიელების 54%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფოს რესპუბლიკურ წყობას. სწორედ ამის შემდეგ აღარ არის იტალია მონარქიული სახელმწიფო.

რესპუბლიკის დღე იტალიაში პირველად 73 წლის წინ – 1947 წლის 2 ივნისს აღნიშნეს.

იტალიის ქუჩებში აჟღერებული საქართველოს ჰიმნი - ემოციური ვიდეო>>

2 ივნისის მონაცემებით, იტალიაში ოფიციალურად გამოვლინდა კორონავირუსის 233 197 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 158 355 პაციენტი,  გარდაიცვალა - 33 475.

ორმხრივი ურთიერთობები

საქართველომ და იტალიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 11 მაისს დაამყარეს.

იტალიაში საქართველოს საელჩო 1994 წელს გაიხსნა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ რომმა თავისი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 18 შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება და სხვ. 2004 წლიდან პერიოდულად ტარდება ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმები. ეკონომიკის პერსპექტიული და პრიორიტეტული დარგებია მშენებლობა, კულტურა, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი.

თბილისში 2006 წელს დაფუძნდა „დანტე ალიგიერის“ საზოგადოება, რომლის მიზანია იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, ხოლო 2010 წელს რომში, ვილა ბორგეზეს პარკის ხეივანში გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლი.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (230)

მთავარი თემები