12:33 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
40 0 0

ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივნისიდან გაჩნდება, რადგან 15 ივნისს ეწურება უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია, იუწყება პირველი არხი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია 15 ივნისიდან გაჩნდება, რადგან სწორედ 15 ივნისს ეწურება უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს.

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ როინიშვილის არჩევას 18 ხმით დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

„ვფიქრობ, ჩემ მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში, ყოველ შემთხვევაში, შევეცდები“, – განაცხადა ვასილ როინიშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29 მაისის პლენუმის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იყო – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა.

ვასილ როინიშვილი 2006-2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი იყო, ხოლო 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე. სხვადასხვა დროს ის იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და სადისციპლინო პალატის წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს საქართველოს სამი უმაღლესი სახელმწიფო ორგანო – საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

მთავარი თემები