09:44 02 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4247
  • 100 RUB4.3017
  • USD3.0567
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1114)
133 0 0

ამ დროისათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვის გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს თეთრიწყაროში და ბოლნისის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს უმოკლეს დროში უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებისთვის, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური. 

„ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით მოსახლებას სირთულეები შეექმნა და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხის მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვის გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს თეთრიწყაროში და ბოლნისის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში.

რაც შეეხება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 731-ს მიაღწია, მათგან გამოჯანმრთელდა 526 ადამიანი, გარდაიცვალა 12. კარანტინში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 300 პაციენტია.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1114)

მთავარი თემები