13:51 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

კონსულტაციებითვის ელჩის გამოწვევა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკავშირდება.

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 მაისს არის დაბარებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ელჩს უკვე გაუვიდა ორკვირიანი კარანტინის ვადა და ის ორშაბათს უწყებაშია დაბარებული.

„გავივლით ყველა დეტალს, ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან, მომავალ ჩვენს ურთიერთობებთან. მიუხედავად ამ პრობლემისა, ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. ბევრი ინიციატივა, იგივე ერთობლივი განცხადება, რასაც საქართველოც შეუერთდა, გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი  ურთიერთობა, სერიოზული ანალიზი სჭირდება.

საქართველოს ხელისუფლებამ 8 მაისს თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ეს უკავშირდება იმას, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 7 მაისს გამოსცა.

მთავარი თემები